„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და პარტიის მხარდამჭერებმა ქუთაისის ცენტრში აქცია გამართეს. შეკრების მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და დაკავებული მოზარდის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იყო. ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც გაამახვილეს.