ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრებს შეხვდა. პარტიის ლიდერის, ბადრი ჯაფარის განცხადებით, ევროპარლამენტარი ფიქრობს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გააკეთოს. ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას ე.წ აგენტების კანონპროექტს, რომელმაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია.