შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა და არსებული საჭიროებები განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები. დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.