საქართველო და დანიის სამეფო თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან. დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით აძლიერებენ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.