აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები უზრუნველყოფა სწორედ სახელმწიფოს ვალია. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში, რაც მისი თქმით, ბოლო დროს სულ უფრო შესამჩნევი ხდება.