რომის პაპი ფრანცისკე რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. „არ შემშინებია. ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, - განაცხადა 86 წლის პაპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს.