უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა გასული დღის განმავლობაში, უკრაინის 8 ოლქი დაბომბეს. ავიაიერიშების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა 5 თვის ბავშვიც. ავიაიერიშები განსაკუთრებით ინტენსიური ხერსონის ოლქშია. რეგიონი რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქი 54-ჯერ დაბომბეს. ჭურვები ქალაქის საცხოვრებელ უბნებს, კერძო და მრავალბინიან სახლებს მოხვდა. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის შეფასებით, რუსეთის სამხედრო მეთაურობის გეგმები, ზამთრის განმავლობაში დონბასში საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების გაფართოებასთან დაკავშირებით ჩავარდა და რუსულმა ჯარმა ათობით ათასი ჯარისკაცის მსხვერპლის ხარჯზე მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია.