აშშ-ის, ევროკავშირისა და კანადის შემდეგ სოციალურ მედია TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსში დასაქმებულ პირებსაც აკეძალათ. როგორც ცნობილია, ნატო-ს მაღალჩინოსნებმა გადაწყვეტილება უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო მიიღეს. მათი თქმით, კიბერუსაფრთხოება ნატოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ალიანსში მოქმედებს მკაცრი წესები სამსახურებრივ მოწყობილობებზე ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენების მიმართ.