ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, დიდი ალბათობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში ნატოს გენმდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს. თუმცა, ედიის ინფორმაციით, ოფიციალური ლონდონი ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს.