ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება ნიშნავს, რომ პუტინისა და სის შეხვედრა წარუმატებელი იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთისა და მოლდოვის ლიდერებთან გამართულ სამიტზე განაცხადა.
“სიგნალი, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსის ტერიტორიაზე, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიანიშნებს. [რუსეთს] სჭირდება რაღაც სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც რუსეთს პრეზიდენტ პუტინის მმართველობის ქვეშ ჯერ არ დაუკარგავს.
ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სჭირდება რაღაც პოლიტიკური ნაბიჯების ან გამარჯვებების ჩვენება, მაგრამ ბრძოლის ველზე მან ეს ვერ შეძლო…
და ბოლოს, ეს ბელარუსის პრეზიდენტის რაიმე სუბიექტურობის სრული დაკარგვაც არის. ვფიქრობ, უკვე ის არ წყვეტს, რა იარაღია მის ტერიტორიაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.