თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს, მათ შორის: სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, კოპიტნარის საავიაციო ბაზა, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა და ბათუმის ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა. დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სარდლობაში მიმდინარე რამდენიმე სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო და სორტას პოლიგონზე რეზერვისტებს გაესაუბრა.