სახალხო დამცველის აპარატი, მარტის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. ინფორმაციას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას, როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.