საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში მონაწილეობა მიიღო და სამიტის მონაწილეებს - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს სიტყვით მიმართა. ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარსდგა.