"სალომე ზურაბიშვილმა მეტამორფოზი განიცადა", - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენებისას გაკეთებული განცხადებები.
ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას შეიწყალებს.