მიხეილ სააკაშვილის საქმეს მისი უფლებადამცველები სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში გააგზავნიან. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და ექსპრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლი რომან გოცირიძე, აცხდებს ადვოკატები სარჩელს მხოლოდ მაშინ შეიტანენ როცა დოკუმენტს ეფექტური შედეგი ექნება. გოცირიძის თქმით სტრასბურგში საქმის წარმოება გრძელვადიანი პროცესია. ქართული ოცნების თავჯდომარის განცხადებით პენიტენციური სამსახური და მკურნალი ექიმები ყველაფერს სათანადოდ აკეთებენ იმისათვის რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ამიტომ მას მოლოდინი აქვს რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები სტრასბურგში სასამართლო პროცესს წააგებენ.