თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ხანძარია - Palitra News

თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ხანძარია

2023-03-31 18:45:26+04:00

თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ამბასადორის“ შენობაში ძლიერი ხანძარია.

იწვის შენობის ბოლო სართულები.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

ხანძრის ადგილისკენ "პალიტრანიუსის" ჯგუფი მიემართება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.