ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც American Idol-ში იღებს მონაწილეობას, ჟიურის წინაშე მორიგი სიმღერით წარდგა.
ნუცამ Celine Dion-ის I SURRENDER შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნუცას ძალიან ემოციურ გამოსვლას ჟიური ფეხზე წამოუდგა.
ემოციებს ჟიურისთან ერთად ვერ იკავებდა დარბაზიც.