მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.
„გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე.
ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს. დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში.
გადაღებულია ფილმებში: „დათა თუთაშხია“; „კარიერი“; „სახლი ლესნაიაზე“; „მარადისობის კანონი“; „ტერანგი“; „ახალი არკადია“; „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“; „ვამეხი მოდის(დაკარგული საგანძურის საძებნელად)“; „ქველი(კეთილისმყოფელი)“; „ტურანდოტი“; „მარტოხელა მონადირე“; „ვალსი პეჩორაზე“; „ვირთხა“; „დათქმულ დღეს“; „ანას დაბადების დღე“.