საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული იყო მმართველი გუნდის მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საკითხზეც და აღნიშნა, რომ საქართველომ შესაფერისი დიპლომატია და სოლიდარობა ვერ გამოიჩინა უკრაინის მიმართ.