თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეფასებით,ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ისეთმა დარგებმა შეიტანა, როგორებიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.