საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნლელმა ლაშა გუჯეჯიანმა დოჰაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრებმა კვოტა მაქსიმალურად გამოიყენა და ტირნირზე 9 ძიუდოისტს ვიხილავთ.
60 კილოგრამში გამოვა ახალგაზრდა ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი, 66 ში იჭიდავებს ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, 73 კილოგრამში საქართველოს ღისებას დაიცავს ლეგენდარული ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, 81 კილოგრამში ტატამზე გამოვა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი, 90 კილოგრამში საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი იჭიდავებს, თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაური და ვერცხლის მედალოსანი ლუკა მაისურაძე დოჰაში იასპარეზებენ, ასევე გაორებულია 100 კილოგრამამდე წონით კატეგორია, სადაც ასევე თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ილია სულამანიძე და ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გამოვლენ. აღსანიშნავია, რომ 22 ოქტომბრის შემდეგ ილია სულამანიძემ 4 ტურნირზე მიიღო ნომაწილეობა და ოთხივეში ოქროს მედალი მოიპოვა. მაქსიმალურ წონაში იჭიდავებს მოქმედი ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი გურამ თუშიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი კატარის დედაქალაქ დოჰაში 7 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით გაიმართება, 14 ში კი გუნდური შეიჯიბრი ჩატარდება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველომ 4 მედლის მოპოვება შეძლო, ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და გურმა თუშიშვილი.