საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარავხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ და მიმდინარე სეზონში მესამედ დასახელდა. მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ასევე იბრძოდნენ კიმ მინ-ჯე, არმან ლორიენტე, ადრიენ რაბიო და დესტინი უდოგიე, მათ შორის კი ყველაზე მეტი ხმა ქართველმა შემტევმა დაიმსახურა.
იტალიაში თვის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება 2019/2020 წლების სეზონიდან დაიყო, კვარა კი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის თვის MVP-ის ტიტული სამჯერ დაიმსახურა. ხვიჩა კვარაცხელია მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე იტალიის ფეხბურთის ასოციაციამაც აღიარა და მან ეს წოდება მეორედ დაიმსახურა. 2 აპრილს მილანთან გასამართი შეხვედრის წინ ხვიჩა ერთდოულად ორ ჯილდოეს მიიღებს.
კვარამ მარტის თვეში იტალიის სერია A-ში 3 მატჩი ჩაატარა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე შეძლო 1 თერთმეტმეტრიანის გამომუშავება. კვარა გახდა მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში ორ ნიშნა მაჩვენებელს მიაღწია როგორც გოლების რაოდენობით, ასევე საგოლე გადაცემებით.
შეგახსენებთ, რომ კვარას ანგარიშზე 14 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.