დროა, ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ პოლიტიკური coming out გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის კომენტარს, რომ გიორგი ჩალაძემ იცრუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტების არ არსებობის შესახებ.
როგორც ჩალაძე აღნიშნავს, „ზურაბ ჩხაიძემ საქმე ისევ ჭორაობაში გადაიტანა და მისი სიტყვების ინტერპრეტაცია მოახდინა, რადგან მას არაფერი უთქვამს სამედიცინო დოკუმენტების არ არსებობის შესახებ“.