სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში კიდევ ერთხელ შეიჭრა. ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, შეჭრის ფაქტი რუსეთის თავდაცვის უწყებამაც დააფიქსირა. ოფიციალური ერევანი ბაქოს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი გზის – ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაში სდებს ბრალს. ლაჩინის გზა დეკემბრიდან ეკოაქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. აზერბაიჯანის ხელისუფლება ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს.