ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ჩინეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში და ის, თუ რა როლს შეასრულებს კონფლიქტში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მისი თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ეკისრება პასუხისმგებლობა შეასრულოს კონსტრუქციული როლი უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებაში.