თავდაცვის ძალების მეთაური სამეთაურო - საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. სენაკში, დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში უწყებათაშორისი სამეთაურო - საშტაბო სწავლება “ეგრისი 2023’’ მიმდინარეობს. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. წელს პირველად, თავდაცვითი ოპერაციების მართვის პროცესში ბრიგადის შტაბებს შორის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამოყენებით ხორციელდება.