საქართველოს პარლამენტში ხვალ სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან. ქვეყნის პრეზიდენტი გასული წლის ანგარიშს წარადგენს და ყურადღებას, სავარაუდოდ, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე გააამხვილებს. ანგარიშის წარდგენამდე 1 დღით ადრე ოცნების გუნდი იმედს იტოვებს რომ ზურაბიშვილის გამოსვლა ობიექტური და ზეპარტიული იქნება. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი კი ხვალ სხდომათა დარბაზში შესვლას და პრეზიდენტის მოსმენას აპირებს. მათი ვარაუდით, ზურაბიშვილი ამ ჯერზეც კრიტიკული და მწვავე იქნება. როგორ მიმდინარეობს მზადება.