როდის შეიტანენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგში სარჩელს ჯერჯერობით უცნობია. ექსპრეზიდენტის დედის განმარტებით, პროცესი ძალიან გაჭინაურდა, თუმცა ვარაუდობს რომ კვირის ბოლომდე ამ კუთხით ნაბიჯები გადაიდგმევა. ნაციონალური მოძრაობის წევრებთა პოზიციით, სააკაშვილი მოწამლულია, ვერ იღებს საკვებს და კლინიკის ხელმძღვანელობა იტყუება, თითქოს ექსპრეზიდენტი განზრახ არ იღებს შესაბამის კალორაჟს. მმართველი გუნდის პოზიციით კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან.