სახალხო დამცველის ინფორმაციით, კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილთან დღეს შევლენ. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, მისი მხრიდან ამ პროცესს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს. რაც შეეხება პოლონელი ექიმების, ექს პრეზიდენტთან შესვლის შესახებ დასმულ კითხვას, იოსელიანმა აღნიშნა, რომ ეს არ არის სახალხო დამცველის გადასაწყვეტი.