ვოლტ საქართველოს ოფისი კურიერების მიერ გამართულ აქციებს ეხმაურება. მათი თქმით, პარტნიორი კურიერები მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან და მათ თანამშრომლობას შრომის კოდექსი არ არეგულირებს. "ვოლტი საქართველო" საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო თანამშრომლების გათავისუფლებას უარყოფს და განმრტავს, რომ მზად არიან პარტნიორ კურიერებს მცირე ჯგუფებად, კონსტრუქციულ გარემოში შეხვდნენ.