ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი იზრდება და გასული წლის იგივე პერიოდს თუ შევადარებთ, ბიუჯეტში ჯარიმებით 50,7%-ით მეტი თანხის მობილიზება მოხდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 52 637 219 ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 22 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 30 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან თითქმის 282 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდა.