სახალხო დამცველის აპარატის შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლების წარმომადგენელიც იქნება ჩართული. დახმარების თხოვნით, ომბუდსმენს მშობლები დაუკავშირდნენ. მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით, გუშინ მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია გამართეს.