ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია - ის ვერ შეჭამს ჩვენ მიტანილ „ყიყლიყოს“ და საცივს - გიორგი ჩალაძე - Palitra News

ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია - ის ვერ შეჭამს ჩვენ მიტანილ „ყიყლიყოს“ და საცივს - გიორგი ჩალაძე

2023-03-30 12:36:58+04:00

მიხეილ სააკაშვილს საცივი რომ შევუტანოთ ვერ შეჭამს. უბრალოდ, რას მოემსახურება საცივის იქამდე მიტანა? ისევ უკან უნდა გამოიტანო, ვერ ჭამს ამ საჭმელს. ხაზს ვუსვამ, რომ საშუალება გვაქვს, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ საშუალება არ აქვს ოჯახს საჭმელი მიუტანოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის და ვერ ჭამს.