პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდში ედმუნდ კალანდაძის ნამუშევარი დაიკარგა. სამადაშვილი აცხადებს, რომ ნახატი საელჩოს ზურაბ აბაშიძის ელჩობის დროს გადაეცა. შეგახსენებთ, გასულ წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამადაშვილი ელჩობის დროს ვერ მიხვდა, რომ კალანდაძის ნახატი ყალბი ტილოთი იყო ჩანაცვლებული.