რესპირატორული ინფექციის გამო, რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის მატეო ბრუნის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, ფრანცისკე სუნთქვის გაძნელებას უჩიოდა და 86 წლის პაპი ახლა კლინიკაში რამდენიმე დღე იმკურნალებს.
ბრუნიმ აღნიშნა, რომ ფრანცისკეს COVID-19 არ აქვს. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში რომის პაპს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ჯემელის ჰოსპიტალში გადავიდა, სადაც ტესტის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი არ დაუდასტურდა.