უკრაინა მალე კონტრშეტევას დაიწყებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. მისივე თქმით, სამხედროები მოქმედებების დასაწყებად შესაბამის მომენტს ელოდებიან. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა სავარაუდოდ, აპრილ-მაისის განმავლობაში დაიწყება და უკრაინა მასში პარტნიორი ქვეყნებისგან ლეოპარდის ტიპის ტანკებსაც გამოიყენებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ რუსული ძალები დიდ დანაკარგებს განიცდიან.