ლევან მურუსიძე - იმის გამო, რომ სასამართლო სისტემასთან პრეტენზია აქვთ და უნდა გალანძღონ, უკადრებელს კადრულობენ - Palitra News

ლევან მურუსიძე - იმის გამო, რომ სასამართლო სისტემასთან პრეტენზია აქვთ და უნდა გალანძღონ, უკადრებელს კადრულობენ

2023-03-29 20:14:11+04:00

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ცილისმწამებლურს უწოდებენ ინფორმაციას, რომ მოსამართლე მაკა გველესიანი სასამართლოში არსებული გაუსაძლისი ვითარების გამო ემიგრაციაში წავიდა. მათი განცხადებით, მაკა გველესიანის თანამდებობიდან წასვლის რეალური მიზეზი მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა, რომელიც ისეთ სამედიცინო მეთვალყურეობასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს, რომლის მიღებაც საქართველოში ვერ ხერხდება.