აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა - Palitra News

აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2023-03-29 20:11:38+04:00

აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო, ასევე მოისმინა კერძო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივები და რეკომენდაციები სხვადასხვა პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, შემოსავლების გაზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას.