ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც POSTV-ის დამფუძენებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა მედიასთან აცხადებს, რომ მას პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. პოლიციამ მას იმ ფარული ჩანაწერის სრულად მიწოდება სთხოვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის გაკეთებული და რომელიც რამიშვილის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ადასტურებს.