ისრაელის დემოკრატიის სიჯანსაღესა და სასამართლო რეფორმაზე აშშ-ის კრიტიკის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აკეთებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ადმინისტრაცია დემოკრატიის გაძლიერებისათვის აქტიურად მუშაობს.
ნეთანიაჰუ აცხადებს იმასაც, რომ ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილებებს უცხოეთიდან, მათ შორის საუკეთესო მეგობრების ზეწოლაზე დაყრდნობით არ იღებს და მხოლოდ საკუთარი ხალხის ნების გათვალისწინებით მოქმედებს.