ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა.
გამოძიება ეხებოდა დუბაიში წვეულებაზე მელაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს - „დიდება გმირებს“.
რუსეთში არაერთი პროპაგანდისტი და ჩინოვნიკი ითხოვდა ხელისუფლებისგან, რომ მელაძეს აკრძალვოდა ქვეყანაში შესვლა, გამოეცხადებინათ "უცხო ქვეყნის აგენტად“ და ჩამოერთმიათ მისთვის ქონება.
„კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს ვიდეო და გადაწყვიტეს რომ საქმის მასალებში არ არის საკმარისი ობიექტურად დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ ვალერი მელაძემ კანონი დაარღვია“, - აცხადებენ რუსი სამართალდამცველები.