CFD აუქციონზე 78 განაცხადი შევიდა, კონკურენცია მძაფრი იქნება - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაციაში ამბობენ. შეგახსენებთ, რომ განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონზე მთავრობამ 10 თებერვალს ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა.
აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ჰიდრო და ქარის ელექტროსადგურები, მზის ელექტროსადგურები, ასევე სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები. განახლებადი ენერგიების ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ საკმაოდ მაღალფასიანი განაცხადები შევა და მედიანური ფასი 6 ცენტზე მეტი იქნება როგორც ჰიდროსა და ქარზე, ასევე მზის სადგურებზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და რა პერსპექტივებია სექტორში, რომელსაც მსოფლიოს ენერგეტიკულ მომავლად მიიჩნევენ - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას" დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია