ჩემ შესახებ გუშინ გაკეთებული ყველა განცხადება არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“.
ვწერ - გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, - წერს ნიკა გილაური.
ცნობისთვის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, რომლის თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.