სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. იანვარში არსებული 12.9% თებერვალში 13 მთელ 8 მეათედ პროცენტამდე გაიზარდა. საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე იანვართან შედარებით, 7,4%-დან 7.9%-მდე გაიზარდა. მათ შორის გაზრდილია იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთიც.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები თებერვალში იანვართან შედარებით 17%-დან 16.9%-მდე შემცირდა.