ვოლოდიმირ ზელენსკი სუმის რეგიონს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტმა ოხტირკაში, ტროსტიანკაში და სუმში უკრაინელი მესაზღვრეების პოზიციები მოინახულა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აგრესორი ქვეყნის მუქარები და შეტევები უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივია, თუმცა უკრაინელი ხალხი ნებისმიერ შიშზე ძლიერია. მისივე თქმით, უკრაინის აღდგენის პროცესი გრძელდება და ქალაქებში ბიზნესმა დაბრუნება დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიზიტის ფარგლებში, სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსთან, სუმისა და სხვა რეგიონების თავდაცვის საკითხებზე შეხვედრაც გამართა.