სტიქიას აჭარაში მსხვერპლი მოყვა. ძლიერმა ქარმა ქობულეთში ხე მოგლიჯა, რომელიც მოძრავ მანქანას დაეცა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ჩაქვში კი ქარმა სახლი დაანგრია, მაშველებმა ასაკოვანი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოსა და გურიაშიც. დაზიანებულია კორპუსების სახურავები, აივნები და ავტომობილები.