იტალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ვარეზეს პროვინციაში მძვინვარებს. ამ დროისათვის ცეცხლის ჩაქრობას რეგიონის სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი ცდილობს. ექსპერტები ხანძრის გამოწმვევ მიზეზად სამხრეთ ევროპის ქვეყნებში უჩვეულოდ მშრალ ამინდებს ასახელებენ. იტალიასთან ერთად, უკვე რამდენიმე დღეა ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან ესპანეთის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც სტიქიის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გახდა საჭირო.