პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, „ისმაილის მუსლიმთა ცენტრში“ ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი - დაჭრა. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავების დროს დაიჭრა და ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ავღანელია. შემთხვევის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.