სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 4 აპრილს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმაც. თუმცა, ის საბოლოო სიტყვას მომდევნო სხდომაზე წარმოთქვამს.