მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისა და ამ თემაზე ნორვეგიის ელჩის კომენტართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაში ელჩთან შეხვედრა გაიმართა. ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. ნორვეგიელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა.